კურსის შესახებ

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები.

1:1 ელექტრონული სწავლების კურსის შინაარსი:

- სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები

- მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში (სამუშაო ვერსია)

- ბუკის ძირითადი სტრუქტურა

- ტექსტური რედაქტორი Microsoft Word

- საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint

- სასწავლო რესურსის მომზადება საოფისე პროგრამების გამოყენებით

- ინტერნეტში მუშაობა (საძიებო სერვისი, საგანმანათლებლო რესურსების მოძიება და გადმოწერა)

- აუდიო-ვიდეო საშუალებებისა და ელექტრონული თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში

- კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა Mythware e-Learning Class

- სასწავლო ტესტის შედგენა კლასის მართვის პროგრამაში

- პრეზენტაციის გამოყენება სასწავლო პროცესში

- ელექტრონულ წერილებთან მუშაობა

- Google-ის სერვისები



კურსის მიზანი:

ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ისტ-ის ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.

კურსის ხანგრძლივობა:

კურსი მოიცავს 35 საათს, რომელიც 9 ტრენინგ-დღედაა დაყოფილი.

კურსის მეთოდები:

კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა:
აქტიური ლექცია,
დემონსტრირება-მართული პრაქტიკა
დამოუკდებელი ვარჯიში და სხვ.

კურსის შედეგები:

- სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;

- მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;

- მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;

- შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;

- შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი ქმნის:

გაკვეთილის გეგმებს, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით.

სერტიფიცირების პირობები:

- ტრენინგ-კურსის, სულ ცოტა, 30 საათზე დასწრება;

- გაკვეთილის გეგმების მომზადება, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით.


ტრენინგები
ინდივიდუალური კონსულტაცია
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი



No comments:

Post a Comment